დაიბადა 1974 წლის 17 აგვისტოს თბილიში. ცხოვრობს დიდ დიღომში. ბევრი სკოლა გამოიცვალა და საბოლოოდ 187-ე დაამთავრა.სწავლა განაგრძო რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში,სამსახიობო ფაკულტეტზე.კურსი მიყავდა ლევან წულაძეს.იქ გაიცნო დუტა სხირტლაძე,რომელთან მეგობრობა ახლაც აკავშირებს. აწმყოში პანკ როკით იყო გატაცებული,შემდეგ ჰიპ-ჰოპმა შიპყრო. პირველი სიმღერა "STOP"შიცთან ბრძოლას მიეძღვნა და ერთ-ერთ ფესტივალზე შესრულდა კიდევაც.ეს იყო 1997 წელს.მაშინვე გამოვიდა კაბუს პირველი ალბომი "დაიკიდე"მოგვიანებით გამოვიდა მისი ორი დუეტი-სტეფანესთან "გიყვარდეს"და თამთა გოგუაძესთან"მინდა რომ არსებობდე". რამდენიმე წელი დიჯეის ამპულაში მოღვაწეობდა რადიოში FM 100.3 ამჟამად ვაკის თეატრალური სარდაფის მსახიობია. მეგობრები თეატრში: დუტა და ზუკა პაპუნაშვილი. მეგობრები შოუ ბიზნესში:რეპერი ძვალი,გერცი,მემო,მუზა,ბედინა და ჯგუფი "ისინი". კაბუს პოპულარული სიმღერები:"ჰეი გოგონი","სისატურა","ვის კლავ შენ","საქართველო ლამაზო"."ფრთხილად","მომე","არ გეტყვი რომ მიყვარხარ" და ა.შ როცა კაბუ რეჩიტატივის კითხვას იწყებს,ტანკითაც ვერ გააჩერებ.ბუნებით რევოლუციონერი,არ უყვარს ღალატი,მლიქვნელობა,დიქტატურა. ჰყავს მეუღლე ანუკა და შვილები: გიორგი და კესო. "ოჯახში ზოგჯერ ვიღრინები ისე კი კაი ბიჭივარ",_ამბობს კაბუ. მუსიკალური კერპები: 2PAC , SNOOP DOGGY DOG